მაია ცქიტიშვილი - 2021 წელს 7020 მოსწავლისთვის 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება
21 დეკემბერი 2020
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, 2020 წელს, უკვე დაასრულა 20 ახალი სკოლის მშენებლობა 1530 მოსწავლისთვის. 2021 წელს დასრულდება კიდევ 41 სკოლის მშენებლობა 7020 ბავშვისთვის. ასევე 2021-2022 წლებში ეტაპობრივად დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა შედეგად 16 ათასი მოსწავლე სრულად განახლებულ სკოლაში ისწავლის. განათლების ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამში, 300 მლნ ლარით დაფინანსდება-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცადა.
მისი თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, 2020 წლს დასრულდა 17 ბაღის მშენებლობა 1000 ბავშვისთვის, 2021 წელს კი კიდევ 14 ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდება.
მაია ცქიტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დასრულდება ფოთის, ზუგდიდის, ხაშურისა და მარნეულის სტადიონების მშენებლობა და დაიწყება ქუთაისის ოლიმპიური აუზის, რუსთავის, ახალციხის და ზუგდიდის სპორტ-კომპლექსების მშენებლობა.